დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
Biophilia — ისლანდიელი მომღერალ და მუსიკოს ბიორკის მეშვიდე[nb 1] სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2011 წლის 5 ოქტომბერს, ლეიბლზე One Little Indian Records, აშშ-ში Nonesuch Records-ის, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში – Universal Music Group-ის დისტრიბუციით. ბიორკი ალბომზე მუშაობდა, როგორც კონცეპტუალურ ნაშრომზე, ისლანდიის 2008–2011 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდში. სიმღერებში მიმოიხილება ბუნების, მუსიკის და ტექნოლოგიის კავშირები. ცნობილი, როგორც პირველი „აპლიკაციური ალბომი“, Biophilia არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც გამოვიდა რამდენიმე სხვა აპლიკაციის სერიის პარალელურად, ალბომის თემების მუსიკათმცოდნეობის თემებთან დაკავშირებით. ამას მოჰყვა საგანმანათლებლო სახელოსნოების სერია მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე.
ალბომიდან, მის ოფიციალურად გამოსვლამდე, გამოიცა ოთხი სინგლი. „Crystalline“, ჩაწერილი ინგლისურ დაბსტეპ-დუეტ 16bit-თან ერთად, გამოვიდა 2011 წლის 28 ივნისს, როგორც პირველი სინგლი. მას ახლდა ვიდეო, გადაღებული მიშელ გონდრის მიერ, რომელსაც მანამდე ბიორკთან უკვე მრავალჯერ უთანამშრომლია. შემდეგ იყო „Cosmogony“, „Virus“ და „Moon“. ალბომის გამოშვებას აგრეთვე მოჰყვა ტურნე Biophilia Tour, რომელიც დაიწყო მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალზე 2011 წლის ივნისში გამოსვლით და დასრულდა 2013 წელს. ალბომის დამატებითი სიმღერა, „Náttúra“, 2008 წელს, როდესაც პროექტზე მუშაობა დაწყებული იყო, უკვე გამოიცა. მას შემდეგ, რაც Biophilia-მ გაჟონა ინტერნეტში, „Náttúra“ ალბომში დამატების სახით შეიტანეს.
კრიტიკოსებისგან აღიარების გარდა, Biophilia სხვადასხვა გამოცემის მიერ დასახელდა 2011 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად. 2013 წელს იგი ნომინირებული იყო გრემის ჯილდოზე და მიიღო ჯილდო საუკეთესო დიზაინის კატეგორიაში. მსოფლიოს მასშტაბით იგი მოხვდა ყველა ჩარტის საუკეთესო 40-ეულში, ხოლო ისლანდიაში, საფრანგეთში და დანიაში პირველ პოზიციამდე მიაღწია. 2014 წელს Biophilia იქცა პირველ აპლიკაციად, რომელიც ნიუ-იორკისხელოვნების თანამედროვე მუზეუმის მუდმივ ექსპონატად იქცა.
Biophilia-ს 2011 და 2012 წლებში მოჰყვა რემიქსების ორი სერია, შეტანილი Bastards-ში (2012), ხოლო მუსიკალური ვიდეოების სახით გამოუშვეს „Moon“, „Crystalline“, „Hollow“ და „Mutual Core“. ალბომის ჩაწერის შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი When Björk Met Attenborough, ხოლო საკონცერტო გამოსვლები ასახულია 2014 წლის ფილმში Biophilia Live.
სიმღერების სია
ყველა ტექსტის ავტორი — ბიორკი, გარდა მითითებულისა; მუსიკა — ბიორკი, გარდა მითითებულისა; ყველა სიმღერის პროდიუსერი: ბიორკი, გარდა მითითებულისა.
↑Biophilia ოფიციალურად მეშვიდე ალბომია.[14] თუმცა, ტექნიკურად იგი მერვე ალბომიც არის, ვინაიდან ბავშვობისას ბიორკმა გამოსცა პირველი გრამფირფიტა, ხოლო 1990 წელს – ჯაზური Gling-Gló.
↑Pan, Arnold. Björk: Biophilia. PopMatters.com (9 ოქტომბერი 2011). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2014.
↑Fricke, დევიდ. Björk – Biophilia. Album review. Rolling Stone Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 11 ოქტომბერი 2011.