BMW M4

Bmw m4 ის მაქსიმალური სიჩქარე აღემატება 300 კილომეტრ საათზე მეტს

BMW M4 — ავტომანქანა, რომელიც შემუშავებულია გერმანული საავტომობილო კომპანია BMW-ს მიერ. BMW-მ ოფიციალურად აღნიშნული მოდელი 2013 წლის აგვისტოში წარადგინა, ხოლო სექტემბერში კი იგი ოფიციალურად გამოვიდა. BMW M4 აღჭურვილი არის 3.0 ლიტრის მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით, რომელიც ჯამში 425 ცხენის ძალასა და 550 ნმ მაბრუნებელ მომენტს გამოიმუშავებს, რაც მას საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს 4.1 წმ-ში. აღნიშნული მოდელის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად ლიმიტირებულია 250 კმ/სთ-მდე.

BMW M4
სხეული და შასი
პლატფორმა F32
ტრანსმისია
ძრავი 3.0 ლ I6 წყვილი ტურბო
სიმძლავრე 425 ცხ/ძ
ზომები
წონა 1613 კგ

BMW M4 GTS წარდგენილი იქნა 2015 წლის აგვისტოში. BMW M4-ისგან განსხვავებით ამ მოდელს გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია რაც გამოიხატება 493 ცხენის ძალამდე გაზრდილ სიმძლავეში რაც ამ მოდელს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს 3.8 წმ-ში. აგრეთვე ეს მოდელი წინამორბედთან შედარებით უფრო მსუბუქია და მისი მასა 1510 კგ-ს შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ია. სწორედ ამ მოდელს ეკუთვნის ნიურბურგინგზე უსწრაფესი წრე, რომელიც 7 წუთსა და 28 წამში დაფარა, რაც Ferrari 458-ს შედეგზე ნაკლებია.

BMW M4 GTS-ს მხოლოდ 500 ეგზემპლარი შეიქმნა და ყველა მათგანი მალევე გაიყიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება