ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩაი (ჩინ. 茶 „ჩა“ IPA /tʂʰɑ˧˥/, იაპ. 茶 „ჩა“ IPA /tɕä/) — ნაყენი, რომელიც მიიღება მცენარე Camellia Sinensis-ის ფოთლების დაყენებით ცხელ წყალში. უფრო ფართო გაგებით, ჩაის ან „მცენარეულ ჩაის“ ასევე უწოდებენ სხვადასხვა მცენარეულ ნაყენებსაც, რომლებიც არსებითად არ წარმოადგენენ ჩაის. „ჩაი“ ეწოდება როგოც თავად მცენარეს — Camellia Sinensis-ს, რომლის ფოთლებისგანაც ნაყენი მზადდება, ასევე ფოთლებს, რომლებსაც სხვადასხვა ტექნოლოგიით კრეფენ, აშრობენ, ამუშავებენ.

ჩაის ფოთლები
ჩაის პლანტაცია

ჩაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია და მოხმარების რაოდენობით უსწრებს ყავასა და ალკოჰოლს და წყლის შემდგომ, ყველაზე ფართოდ მოიხმარება.


ჩაის წარმოება

რედაქტირება

ჩაის ფოთლები სხვადასხვა საგემოვნო თვისებების ნაყენის მისაღებად სხვადასხვაგვარად იწარმოება და განსხვავებულ ციკლებს გადის. განსხვავებულია ასევე ჩაის ფოთლების დაკრეფის პერიოდი. მაგალითად, მაღალი ხარისხის მწვანე ჩაის მისაღებად ადრეულ გაზაფხულზე აგროვებენ მცენარის ნაზ ფოთლებს, ძლიერფერმენტირებული წითელი ჩაის მისაღებად კი — ზრდასრული ფოთლების მოსავალი გამოიყენება.

  • ღნობა 32–40 გრადუსზე რომლის შედეგად ფოთლის ტენიანიბა 75–78% დან დაიყვანება 60–62%–მდე.
  • გრეხა, რომლის შედეგად იშლება ფოთლის უჯრედები დაახლოებით 80–დან 85%–მდე.
  • ფერმენტირება
  • გამოშრობა 90–95 გრადუსზე
  • გამდიდრება (დაარისხება)
  • დაფასოება
  • შეფუთვა

2003 წლისთვის ჩაის წარმოება მსოფლიო მასშტაბით შეადგენდა 3.21 მილიონ ტონას.[1] 2010 წელს წარმოებამ მიაღწია 4.52 მილიონ ტონას.[1] უდიდესი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა და თურქეთი.

კლასიფიკაცია

რედაქტირება
  • ჩინური ჯიში (Thea sinensis sinensis): ჩინური, იაპონური, ქართული და ა.შ.
  • ასამური ჯიში (Thea sinensis assamica): ინდური, ცეილონური და ა.შ.
  • კამბოჯური ჯიში, რომელიც წარმოადგენს ჰიბრიდს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Food and Agriculture Oraganization of the United Nations—Production FAOSTAT დაარქივებული 2011-11-15 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 30 April 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩაი“-დან