ფადეევის ნახევარკუნძული
ფადეევის ნახევარკუნძული[1] (რუს. Фаддеевский) — ნახევარკუნძული კოტელნის კუნძულზე, ყოფილი კუნძული. ფართობი 5300 კმ², სიმაღლე 65 მეტრამდე. გარს აკრავს ფართო ქვიშა-შლამიანი თავთხელები. აგებულია ქვიშებით, ალევროლითებითა და თიხებით, რომლებიც გამსჭვალულია მიწისქვეშა ყინულის ძარღვებით. ბევრი თერმოკარსტული ტბა და პატარა მდინარეა. ჭარბობს ხავს-მღიერიანი მცენარეულობა. აღმოაჩინა იაკოვ სანიკოვმა 1805 წელს. სახელი ეწოდება მრეწველ ფადეევის პატივსაცემად, რომელმაც პირველი გამოსაზამთრებელი ააგო.[2] თავდაპირველად ითვლებოდა კუნძულად; შემდგომში თავთხელების დაშრობის გამო შეუერთდა ბუნგეს მიწას და დღეს კუნძულ კოტელნის ნაწილია.[3]
ფადეევის ნახევარკუნძული | |
---|---|
თანამგზავრული ფოტოსურათი | |
კოორდინატები: 75°27′ ჩ. გ. 143°51′ ა. გ. / 75.450° ჩ. გ. 143.850° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
უმაღლესი წერტილი | 65 მეტრამდე |
ფართობი | 5300 კმ² |
აკვატორია | ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 214.
- ↑ Фаддеевский // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 27 — М., 1977. — стр. 180.
- ↑ Котельный // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 506.