ტარავა
ტარავა (ინგლ. Tarawa) — ატოლი გილბერტის კუნძულების ჯგუფში, რომელზეც მდებარეობს კირიბატის რესპუბლიკის დედაქალაქი — აგლომერაცია სამხრეთი ტარავა. მთავარი სახელმწიფო ორგანოები მდებარეობენ ბაირიკიში, სამინისტროების ნაწილი — ბეტიოში და ბიკენიბეუში.
მშობ. სახელი: ინგლ. Tarawa | |
---|---|
ატოლ ტარავას რუკა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 1°26′ ჩ. გ. 173°00′ ა. გ. / 1.433° ჩ. გ. 173.000° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 24 |
ფართობი | 31,02 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 3 მ |
კირიბატი | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 56 284 (2010) |
სიმჭიდროვე | 1814,44 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაატოლი შედგება დაახლოებით 24 მომცრო კუნძულისაგან, სადაც 8 დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძული ბაირიკი გადაჭიმულია დასახლება ბონრიკი-დან (ატოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) ბაირიკიმდე. ყველაზე დიდი ქალაქი — ბეტიო და ტარავას ერთადერთი აეროპორტი — ბონრიკის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე განლაგებულია სამხრეთ ტარავაში.
ატოლ ტარავას კუნძულების ჩამონათვალი
რედაქტირება- აბანუეა (Abanuea)
- აბაოკორო (Abaokoro)
- აბატაო (Abatao)
- ბაირიკი (Bairiki)
- ბეტიო (Betio)
- ბიკემანი (Bikeman)
- ბიკეტავა (Biketawa)
- ბონრიკი (Bonriki)
- ბუარიკი (Buariki)
- ბუოტა (Buota)
- კაინაბა (Kainaba)
- მარენანუკა (Marenanuka)
- ნა'ა (Na'a)
- ნაბეინა (Nabeina)
- ნოტოუა (Notoua)
- ნუატაბუ (Nuatabu)
- ტაბიანგი (Tabiang)
- ტაბიტეუეა (Tabiteuea)
- ტაბონიბარა (Tabonibara)
- ტარატაი (Taratai)
- ტეარინიბაი (Tearinibai)
- ტებუა ტარავა (Tebua Tarawa)
- ტემანკუ (Temaiku)
- ...
ისტორია
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს ატოლი ოკუპირებული იქნა იაპონიის არმიის მიერ. 1943 წლის 20—23 ნოემბერს ატოლ ტარავაზე მოხდა წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრში ერთ-ერთი სისხლისმღვრელი ტარავას ბრძოლა, რომელშიც ამერიკულმა ჯარმა დაამარცხა იაპონიის ჯარი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაატოლი დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად:
- სამხრეთი ტარავა ანუ Teinainano Urban Council (ბაირიკიდან ბონრიკიმდე);
- ბეტიო ანუ Betio Town Council;
- ჩრდილოეთი ტარავა ანუ Tarawa Ieta.
მოსახლეობა
რედაქტირება№ | დასახლება (ქართ.) | დასახლება (ინგლ.) | მოსახლეობა, ად. (2010)[1] |
---|---|---|---|
ჩრდილოეთი ტარავა (6102 ად.) | |||
1 | ბუარიკი | Buariki | 703 |
2 | ტეარინიბაი | Tearinibai | 297 |
3 | ნუატაბუ | Nuatabu | 197 |
4 | ტებვანგაროი | Tebwangaroi | 40 |
5 | ტარატაი | Taratai | 151 |
6 | ნოოტო | Nooto | 814 |
7 | აბაოკორო | Abaokoro | 262 |
8 | მარენანუკა | Marenanuka | 101 |
9 | ტაბონიბარა | Tabonibara | 363 |
10 | კაინაბა | Kainaba | 266 |
11 | ნაბეინა | Nabeina | 435 |
12 | ტაბიტეუეა | Tabiteuea | 505 |
13 | აბატაო | Abatao | 499 |
14 | ბუოტა | Buota | 1469 |
სამხრეთი ტარავა (34 427 ად.) | |||
15 | ტანაეა | Tanaea | 279 |
16 | ბონრიკი | Bonriki | 2355 |
17 | ტემვაიკუ | Temwaiku | 3135 |
18 | კაუსევაი | Causeway | 2054 |
19 | ბიკენიბეუ | Bikenibeu | 6568 |
20 | აბარაო | Abarao | 1665 |
21 | ეიტა | Eita | 3061 |
22 | ტანგინტებუ | Tangintebu | 89 |
23 | ტაბორიო | Taborio | 1282 |
24 | ამბო | Ambo | 2200 |
25 | ბანრაეაბა | Banraeaba | 1969 |
26 | ანტებუკა | Antebuka | 1087 |
27 | ტეაორაერეკე | Teaoraereke | 4171 |
28 | ნანიკაი | Nanikai | 988 |
29 | ბაირიკი | Bairiki | 3524 |
ბეტიო (15 755 ად.) | |||
30 | ბეტიო | Betio | 15 755 |
სულ | Total | 56 284 |
ეკონომიკა
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა კოპრის დამზადება და მარგალიტის მოპოვება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია ატოლის შესახებ Jane Resture-ზე დაარქივებული 2012-06-18 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ინფორმაცია საიტზე Oceandots.com დაარქივებული 2008-12-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-29.