სამპრატი
სამპრატი — მაურიების იმპერიის მმართველი ძვ.წ. 224—ძვ.წ.215 წლები. ის იყო ბრმა კუნალას შვილი და აშოკის შვილიშვილი. სამპრატი ტახტზე ავიდა საკუთარი ბიძაშვილის დაშარათას შემდეგ.
წარმოშობა
რედაქტირებაკუნალა იყო აშოკას მთავარი ცოლის, პადმავატის შვილი, რომელიც აღიარებდა რელიგია ჯაინიზმს. შეთქმულების თანახმად, ის დააბრმავეს და ჩამოართვეს ტახტზე პრეტენზიის უფლება. ამ სახით კუნალას ნაცვლად ტახტის მემკვიდრე გახდა დაშარათა. კუნალა ცხოვრობდა უჯაინში და სამპრატიც იქ იზრდებოდა. წლების შემდეგ კუნალა და სამპრატი დაბრუნდნენ სასახლეში და შეეცადნენ გვირგვინის მოპოვებას. აშოკს არ უნდოდა გვირგვინის მიცემა ბრმა შვილისთვის, თუმცა მოიხიბლა სამპრატის სამხედრო ნიჭითა და მართვის ხელოვნებით. მან ის დაშარათას მემკვიდრედ გამოაცხადა. ამრიგად, დაშარათას სიკვდილის შემდეგ სამპრატმა მემკვიდრეობით მიიღო გვირგვინი.
მმართველობა
რედაქტირებაჯაინისტური ტრადიციის თანახმად, სამპრატი 53 წელი მთავრობდა. მასზე გავლენა მოახდინა ჯაინმა ბერმა სუქასტინმა. ჯაინიზმის სწავლებათა გასავრცელებლად სამპრატმა სწავლული ჯაინისტები გაგზავნა საზღვრებს გარეთ. დღემდე არ არის შესწავლილი მათი მარშრუტი და ის, თუ რაზე მოახდინეს მათ ზეგავლენა. ჯაინისტური ტექსტი - პარიშისტაპარვანი ამტკიცებს, რომ სამპრატი ქვეყანას მართავდა როგორც პატალიპუტრიდან, ისე უჯაინიდან.
სამპრატი და ჯაინიზმი
რედაქტირებაისტორიაში იმპერატორი სამპრატი ნაკლებად ცნობილი პირია. მას ჯაინიზმის მფარველობის და აღმოსავლეთ ინდოეთში ამ რელიგიის გავრცელების მცდელობის გამო, განიხილავენ, როგორც „ჯაინისტ აშოკას“. ჯაინისტური რელიგიის ერთ-ერთი უძლერესი და გავლენიანი ბერის სუქასტინის ზეგავლენით სამპრატი მოექცა მაურიების დინასტიის თავდაპირველ რელიგიაზე. ცნობილია, რომ ის აგებდა ათასობით ჯაინისტურ ტაძარს ინდოეთში, რომელთაგან მრავალი დღესაც გამოიყენება. მაგალითად, ტაძრები ვირამგამში და პალიტანეში (გუჯარათი), აგარ მალვე (უჯაინში). ის აარსებდა ჯაინისტებისთვის მონასტრებს ინდოეთის საზღვრებს გარეთაც. თითქმის მთელ უძველეს ჯაინისტურ ტაძრებს ან უცნობი წარმოშობის ძეგლებს ჩვეულებრივ სამპრატს მიაწერენ.
ჯაინისტური ტექსტების მიხედვით, სამპრატს არ ჰყავდა შვილები, რასაც ის მემკვიდრეობითი კარმით ხსნიდა. ამიტომ, დეტალურად და მკაცრად იცავდა რელიგიურ წესებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Thapar, Romila (2001). Aśoka IAST and the Decline of the Maurya, New Delhi: Oxford University Press, ISBN 0-19-564445-X, p.187
- ჯაინიზმი