პერპერა
პერპერა (ბერძნ. hyperpyron — გავარვარებული, გაწმენდილი ოქრო), ბიზანტიური ოქროს მონეტა ჰიპერპერონი, ჩაღრმავებული ფორმისა. ემისია უკავშირდება ალექსი I კომნენოსის (1081-1118) სამონეტო რეფორმას (დაახლოებით 1092), ბიზანტიურ წყაროებში ტერმინი „პერპერა“ იხსენიება 1093-იდან და ოქროს მონეტებუის ერთადერთი სახელწოდებაა XII-XIII საუკუნეებში და XIV საუკუნის I ნახევარში.
ტერმინი „პერპერა“ ქართულ წერილობით წყაროებშიც, კერძოდ, ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში, დავით აღმაშენებლის 1123 ანდერძში, ვეფხისტყაოსანში. პერპერა აღმოჩენილია საქართველოში (გურჯაანის ბიზანტიური ოქროს მონეტების განძში).
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომოური თ., ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938;
- ჯაფარიძე გ., ოქროს მონეტის ტერმინოლოგია XI-XIII საუკუნეების საქართველოში, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1976, № 3;
- Абрамишвили Т. Я., Находки византийских монет в Гурджаани, «Византичский временник», 1958, т. 13;
- დუნდუა გ., ქსე, ტ. 8, გვ. 33, თბ., 1984