პატრიარქი
პატრიარქი (ბერძ. πατριάρχης; შედგება ბერძ. πατήρ — „მამა“ და ἀρχή — „მეუფება, საწყისი, ძალაუფლება“) — დამოუკიდებელი (ავტოკეფალური) მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის მეთაურის უზენაესი ტიტული, დადგენილი ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს.
საქართველო
რედაქტირებაქრისტიანული ეკლესიის გაყოფის შემდეგ (1054) პატრიარქი აღმოსავლეთ ეკლესიის მეთაურთა წოდება გახდა. ბიზანტიის იმპერიის მართლმადიდებლურ ეკლესიას ოთხი პატრიარქი განაგებდა: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის. რუსეთის საეკლესიო კრებამ პატრიარქი 1598 წელს აირჩია. 1721 წელს, პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქის წოდება. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებამ 1917-1918 წლებში პატრიარქის ტიტული აღადგინა. პატრიარქი არის აგრეთვე კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის და რუმინეთის ეკლესიებში. კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ეპარქიასაც პატრიარქი მეთაურობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 712.