მოგოლისტანი (მოგოლთა ულუსი, ჯეთეს ულუსი, მამლაქათი და მოგოლისტანი ) — XIV საუკუნეში წარმოქმნილი სახელმწიფო სამხრეთ–აღმოსავლეთ ყაზახეთის და ყირგიზეთის (აღმოსავლეთ თურქესტანის) ტერიტორიაზე, ჩაღათას ულუსის დაცემის შედეგად.

მოგოლისტანი

13461706
 

დედაქალაქი 1346-1380 ალმალიკი
1380-1419 ტურფანი
1419-1706 ალმალიკი
მოსახლეობა დულატები
კანგლები
კერეიტები
უისუნები
უიგურები
არკენუტები
ჩაღათას ულუსი
ყაზახეთის სახანო
მოგოლეთი

მოგოლისტანის პოლიტიკური ისტორია XIV მეორე ნახევარში ნაკლებადცნობილია. წყაროებში არ არის სათანადო ცნობები ჩრდილოეთის ოლქებზე — შვიდმდინარეთსა და ტიან–შანზე. შედარებით სარწმუნო ცნობებს გვაწვდის მირზა მუჰამედ ჰაიდარ დუგლატი თავისი ოჯახით ისტორიის შესახებ. მომთაბარე ცხოვრების მოწინააღმდეგე ყაზან ყაენის გარდაცვალების შემდეგ მოგოლთა ტომების უხუცესებმა მიიღეს გადაწყვეტილება ჩაღათაიდებისგან შეექმნათ სახელმწიფო. ახალი სახელმწიფოს ცენტრი გახდა დუგლატის ტომის სამფლობელოები ე.წ. „მანგლაი–სუბე“ ანუ შვიდმდინარეთის სამხრეთ–დასავლეთი აღმოსავლეთ თურქესტანის ოლქებით – ფერგანიდან კუჩასა და ჩერჩენამდე.

რამდენადაც ყველა მონოთოლური სახელმწიფოს ხანი ტრადიციის თანახმად ჩინგიზიდი უნდა ყოფილიყო, დულატის (დუგლატი, დოგლატი) ტომების ემირმა პულადჩიმ დამოუკიდებელი სახანოს ჩამოყალიბებისას, მის ნომინალურ (დაქვმდბარბულ, ქვშვრდომ) ხანად გამოაცხადა 18 წლის თოღლუკ–თემური. მოგოლისტანის პირველი ხანი 1347/48 წლებში აქსაში სახანოს ტახტზე აიყვანა ემირმა პულადჩიმ.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

მიღებულია, რომ ტერმინი "Moghulistan" (Mogolistan) წარმოდგა თანამედროვე ეთნონიმისაგან — "MOGUL" ("MOGOL"), რომლებიც, შუა აზიასა და ყაზახეთში მიღებული თურქულ– და ირანულენოვანი ისტორიკოსების წარმოთქმის შესაბამისად და ეთნონიმ "მონგოლს" აღნიშნავს. ეს იყო ჩაღათას ეპოქის დიდი რეგიონი თანამედროვე სამხრეთ–აღმოსავლეთ ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქესტანის ტერიტორიებზე. მოცემულ რეგიონში დღემდე შემონახულია მესაქონლეთა ყოფაცხოვრება. ამ მიწებზე მომთაბარეობდნენ გაცილებით მეტი მონღოლები ვიდრე სხვა რეგიონებში. ამრიგად, მოგოლისტანის მოსახლეობა ჩამოყალიბდა დიდი რაოდენობით თურქულენოვანი მონღოლების და საკუთრივ, თურქული ტომებისაგანː დუგლატების(დულატები), კანგალების (ბეკჩიკები) და სხვ. ამ ტომების მნიშვნელოვანი ნაწილი შევიდა საბოლოოდ, ყაზახეთის შემადგენლობაში, ხოლო მეორე ნაწილი გაითქვიფა ტიან–შანისპირეთსა და აღმოსავლეთ თურქესტანში — ყირგიზებისა და უიგურების შემადგენლობაში..

 
მოგოლი ელჩები პეკინში XVII საუკუნე

მოგოლისტანის პოლიტიკური ისტორია სავსეა ფეოდალური ომებით, არეულობებით, უცხო სახელმწიფოთა მხრიდან თავდასხმებით. პირველმა ხანმა თოღლუკ–თემურმა (1347—1362) ხელისუფლების განმტკიცებისათვის სახელმწიფოში გაატარა მთელი რიგი ადმინისტრაციული, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. შემოიღო ისლამი, რომელიც გამოიყენებოდა, როგორც მართვის იარაღი. 1361 წლისათვის თოღლუკ–თემურს მცირე ხნით დაიპყრო მთელი მავერანაჰრი.

თოღლუკ–თემურის ვაჟის ილიას ხოჯა–ხანის დროს (ზამთარში 1362/1363—1365/6) მოგლისტანში დაიწყო ფეოდალური დაქუცმაცებულობა. ილიას ხანი ერთ ხანს ცდილობდა განემტკიცებინა ხანის ხელისუფლება, მაგრამ ურთიერთშორის ომებმა გამოიწვია სახელმწიფოს დაშლა ცალკეულ ნაწილებადː შვიდმდინარეთში ბატონობდა ემირ დულატოვი კამარ ად–დინი, ილის ხეობას და ტარბაგატაეს მართავდა ენგე–ტორე, ხოლო კანგლისა და კარლუკის ტომები იყვნენ მრავალრიცხოვანი და ცხოვრობდნენ უბატონოდ.

1368 წელს ხიზრ–ხოჯა–ხანმა დაიპყრო ტურფანი და გაანადგურა ტურფანის საიდიყუტო. მე-XIV საუკუნის 70–80–ან წლებში ამირა თემურ–ლენგმა მოაწყო ათამდე მარბიელი ლაშქრობა. 1371–1372 წლებში ის პირადად წავიდა მოგოლისტანზე სალაშქროდ. მიაღწია რა სეგიზ–იგაჩას ისიკ–ყულისპირეთში, ხელში ჩაიგდო დიდი რაოდენობით ტყვეები და ნადავლი, რის შემდეგ დაბრუნდა უკან. 1375 წელს მან მიაღწია ილამდე, საირამის გავლით შვიდმდინარეთის სიღრმეში – ტალასის ხეობაში. 1377 წელს ტემურის რაზმებმა ორჯერ დაამარცხეს ამირა კამარ ად–დინი.

სახელმწიფო მოწყობა

რედაქტირება
  • ხანი — სახელმწიფოს მეთაური, მიწების უმაღლესი მსაკუთრე.
  • ულუსბეკი (ულუსბეგი)— უმაღლესი ადმინისტარციული თანამდებობა, ხანის დამხმარე ქვეყნის მართვაში.
  • ბრძენთა საბჭო (ფუნქციონირებდა ხანთან).
  • არსებობდა პირობითი მიწათმფლობელობის ფორმები წარჩინებულთათვის, ხოლო მესაქონლეობის რაიონებში მიწა წარმოადგენდა საზოგადოებრივ საკუთრებას.
  • გადასახადის სახეები — სამხედრო, შრომითი, სატრანსპორტო, საფოსტო და ა.შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Акимушкин О. Ф. Средневековый Иран: Культура, история, филология. — СПб.: Санкт-Петербург "Наука", 2004. — С. 212-264. — 403 с. — (Восток: Общество, культура, религия). — 1200 экз. — ISBN 5-02-027059-8
  • Кусаинова М. А. История Казахстана. — Шың Кітап, 2006. — С. 354. — ISBN 9965-9784-4-1
  • Султанов Т. И. Чингиз-хан и Чингизиды. Судьба и власть. — М.: АС:АСТ МОСКВА, 2006. — 445 с. — (Историческая библиотека). — 5000 экз. — ISBN 5-17-0358040

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება