ლოიანი
ლუოიანგი (ჩინ.: 洛阳; ფინინი: Luò Yáng) — ქალაქი ჩინეთში, ხენანის პროვინციის დასავლეთით, მდინარე ლუოხესა და ყვითელი მდინარის (ხუანგხე) შესართავთან. აღმოსავლეთით ესაზღვრება პროვინციის დედაქალაქ ჭენგჭოუს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ფინგტინგშანს, სამხრეთით ნანიანგს, დასავლეთით - სანმენსიას, ჩრდილოეთით ძიიუენს და ჩრდილო-აღმოსავლეთით ძიაოწუოს. 2022 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 6.46 მილიონ ადამიანს. საუკუნეთა მანძილზე ლუოიანგი 9 დინასტიის დედაქალაქი იყო.
ქალაქი | |
---|---|
ლოიანი 洛阳 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
შიდა დაყოფა | Laocheng District, Xigong District, Chanhe Hui District, Jianxi District, Jili District, Luolong District, Mengjin District, Xin'an County, Luanchuan County, Song County, Ruyang County, Yiyang County, Luoning County, Yichuan County და Yanshi District |
კოორდინატები | 34°40′11″ ჩ. გ. 112°26′32″ ა. გ. / 34.66972° ჩ. გ. 112.44222° ა. გ. |
ფართობი | 53 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 144 მ |
მოსახლეობა | 1,500,000 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 422.8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 379 |
საფოსტო ინდექსი | 471000 |
საავტომობილო კოდი | 豫C |
ოფიციალური საიტი | http://www.ly.gov.cn/ |
სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება - ლუოიანგი, მისი მდებარეობიდან მომდინარეობს, უკავშირდება მდინარე ლუოს და ითარგმნება, როგორც მზიანი ქალაქი მდ. ლუოზე. ისტორიულ წყაროებში, დინასტიების მიხედვით, ლუოიანგი სხვადასხვა სახელით მოიხსენიება: თანგის დინასტიის დროს - ტუნგტუ ანუ აღმოსავლეთის დედაქალაქი; სიძინგი ანუ დასავლეთის დედაქალაქი - სუნგის დინასტიის მმართველობის ხანაში; შენტუ ანუ ღვთიური ქალაქი - უ წეთიენის ზეობის პერიოდში და სხვა.[1][2]
ისტორია
რედაქტირებალუოი (დღევანდელი ლუოიანგი) ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება ძვ.წ. 2070 წლის ამბებთან დაკავშირებით, როდესაც დღევანნდელი ლუოიანგის შემოგარენის ტერიტორიაზე სიას დინასტია დაარსდა (ძვ. წ. 2070-1600) ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 1108 წელს. მისმა ხელმწიფემ - თაი ქანგმა მდ. ლუოხესთან (მდ. ხუანგხეს აუზი) ქალაქი გააშენა და უწოდა ჭენსიუნი. სიას დინასტიის დამხობის შემდეგ, შანგის დინასტიამ ქალაქი თავის რეზიდენციად გამოაცხადა.[3][4] 1048 წელს ხდება ლუოიანგის ხელახალი განაშენიანება ჭოუს დინასტიის მიერ, იმდროინდელი იმპერატორის ჭოუ კუნგის დახმარებით.
ლოიანში შემორჩენილია მრავალი (უმთავრესად X ს.) ისტორიული და მხატვრული ძეგლი: ქალაქის გალავანი, სასახლეები, ტაძრები, იმპერატორთა მავზოლეუმები. აღმოჩენილია ნეოლითური კულტურების იანშაოსა და ლუნშანის ნამოსახლარები, ინის ეპოქის და ძვ. წ. IV-III სს ნამოსახლარები და კერემიკის გამოსაწვავი ღუმლები. დასავლეთ ჭოუს დროინდელი დაახლოებით 2 000 ორმო-სამარხი, ხანის ეპოქსი ათასზე მეტი ქვის აკლდამა და სხვ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Government website of Luoyang დაარქივებული 2019-07-14 საიტზე Wayback Machine.
- World history Encyclopedia
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 279.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გელაშვილი, ნანა (2023). ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები. გამომცემლობა "ოქროს საწმისი", გვ. 99-109.
- ↑ Luoyang. Encyclopaedia Britannica (27 მაისი, 1999). ციტირების თარიღი: 4 ივლისი 2023
- ↑ ჯიბლაძე, მარინე (2022). ჩინეთის ისტორია. გამომცემლობა "ოქროს საწმისი", გვ. 42-46.
- ↑ გელაშვილი, ნანა (2023). ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები. გამომცემლობა "ოქროს საწმისი", გვ. 99-109.