კორსიკა
კორსიკა (ფრანგ. Corse, კორს. Corsica) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, სარდინიის ჩრდილოეთით. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც შედგება 2 დეპარტამენტისაგან: სამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა.
- ფართობი – 8,68 ათასი.
- მოსახლეობა – 305 ათასი, მათ შორის ძირძველი კორსიკელები 50%-ზე ნაკლებია.
- ენები: ადგილობრივი მოსახლეობა იტალიური ენის კორსიკულ დიალექტებზე მეტყველებს.
- ქალაქები: აიაჩო და ბასტია.
კორსიკა Corse | ||
---|---|---|
(რეგიონის დროშა) | (რეგიონის გერბი) | |
ადგილმდებარეობა | ||
| ||
დედაქალაქი | აიაჩო | |
პრეფექტი | სტეფან ბუიონი | |
დეპარტამენტები | სამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა | |
ოლქები | 5 | |
კანტონები | 52 | |
კომუნები | 360 | |
ფართობი1 | 8 680 კმ² | |
მოსახლეობა | (25 ადგილი) | |
* 01.01.2009 (შეფასებებით) |
305 674 | |
* 08.03.1999 (აღწერით) |
260 196 | |
* სიმჭიდროვე (2009) | 35,22/კმ² | |
1 საფრანგეთის მიწის რეგისტრაციის მონაცემებით, რომლებიც გამორიცხავს 1 კმ2-ზე დიდ ესტუარებს, ტბებს, ტბორებსა და მყინვარებს. | ||
კორსიკის სპეციალური სტატუსი იმით განისაზღვრება, რომ მუშაობს 61 წევრიანი რეგიონული პარლამენტი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული კრების კანონშემოქმედებით საქმიანობას აკვირდება. კორსიკა საფრანგეთს ეკუთვნის 1768 წლიდან, მანამდე გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის განთავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs (შავფეხიანები) ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ. ამან კორსიკელ ნაციონალისტებს მისცა საბაბი თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ.
ცნობილი კორსიკელები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ I-ის სახელით (1801 - 1815), აგრეთვე მომღერალი ტინო როსი (1907 - 1983).