ინკა, საპა ინკა , აპუ ან უბრალოდ საპა – თავიდან წარმოადგენდა კუსკოს სამეფოს მმართველის, ხოლო შემდეგში ინკების იმპერიის იმპერატორის ტიტულს. თვითონ ამ ტიტულის წარმოშობა მისტიური და ლეგენდარულია, უკავშირდება ქალაქ კუსკოს ასევე ლეგენდებით მოცულ დაარსების ამბავს, მაგრამ ისტორიულად დადგენილია, რომ ის სათავეს იღებს დაახლოებით 1200 წელს. ტიტული მემკვიდრეობითი იყო და გადაეცემოდა მამიდან შვილს. არსებობდა საპა ინკების ორი ცნობილი დინასტია – ანანის და ურინის. ოფიციალურად ბოლო საპა ინკა იყო ატაჰუალპა, რომელიც 1533 წელს ესპანელმა კონკისტადორებმა ჩამოახრჩვეს.

საპა ინკა პაჩაკუტის ძეგლი პერუს ქალაქ აგუასკალიენტესში

პირველი დინასტია

რედაქტირება

პირველი დინასტიის საპა ინკების შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ ფაქტია, რომ მათი ძალაუფლება კუსკოს სამეფოს ფარგლებს არ სცილდებოდა. ისტორია იწყება კუსკოს დაარსების ნახევრად-მისტიკური ფაქტით. მზის ღმერთის შვილმა მანკო კაპაკიმ დააარსა ეს ქალაქი, გახდა პირველი საპა ინკა და საფუძველი ჩაუყარა პირველ დინასტიას. შემდეგი მმართველები იყვნენ: სინჩი როკა, ლოკე იუპანკი, მაიტა კაპაკი და კაპაკ იუპანკი.

მეორე დინასტია

რედაქტირება

მეორე დინასტიას სათავე დაუდო მმართველმა ინკა როკამ, წინა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლის, კაპაკ იუპაკანის ვაჟმა. ინკა როკას მომდევნო საპა ინკები იყვნენ: იუარ უაკაკი, ვირაკოჩა ინკა და პაჩაკუტი. პაჩაკუტი (1438-1471) იყო პირველი იმპერატორი, რომლის მმართველობაც გასცდა ტაუანტინსუიუს ფარგლებს, როდესაც მან გააფართოვა ინკების იმპერია. მას შემდეგ მეფობდნენ ტუპაკ ინკა იუპანკი (1471–1493) , უაიანა კაპაკი (1493-1507), ნუნან კუიოჩი, უასკარი (1527-1532) და ბოლოს – ატაჰუალპა (1532-1533)

საინტერესოა, რომ საპა ინკა ნინან კუიოჩი, ხშირად არც კი შეყჰყავთ საპა ინკების ჩამონათვალში, რადგან ის სულ რამდენიმე დღით იყო იმპერატორი, ტახტზე ასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ის ყვავილისაგან გარდაიცვალა. ნინანის სიკვდილის შემდეგ, ტახტისათვის სასტიკი ბრძოლა გაიმართა მის სავარაუდო მემკვიდრეებს, უასკარსა და ატაჰუალპას შორის. სწორედ ამ ბრძოლებით ისარგებლეს ესპანელებმა და ადვილად დაიპყრეს ინკები.

იმპერატორმა პაჩაკუტიმ იმპერიის სერიოზული რეორგანიზაცია მოახდინა. მან დაყო იგი ოთხ სუიუდ (პროვინციად), თითოეულს მართავდა აპუ.

ვილკაბამბას საპა ინკები

რედაქტირება

ესპანელების მიერ ინკების იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ინკების გარკვეულმა ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი და დააარსა ქალაქი ვილკაბამბა. სწორედ ვილკაბამბაში გაგრძელდა საპა ინკების ინსტიტუტი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იარსება, სანამ იგი საბოლოოდ არ გაქრა. ვილკაბამბას საპა ინკები იყვნენ: ტუპაკ უალაპა (1533), მანკო იკნა იუპანკი (1533-1545), საირი ტუპაკი (1545-1560), ტიტუ კუსი იუპანკი (1560-1571) და ბოლოს ტუპაკ ამარუ. ეს უკანასკნელი არ უნდა აგვერიოს მეთვრამეტე საუკუნის პერუს ამბოხის ლიდერ ტუპაკ ამარუ II-ში.

ინკების იმპერიის მმართველები

რედაქტირება

ურინის დინასტია

რედაქტირება

ანანის დინასტია

რედაქტირება

ესპანეთის დაპყრობის შემდეგ 1533

რედაქტირება

აჯანყება პერუში 1780—1781

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება