იიჰლავა
იიჰლავა (ჩეხ. Jihlava) — ქალაქი ჩეხეთში, ვისოჩინის მხარეში. მდებარაობს მდინარე იიჰლავაზე, მორავიისა და ბოჰემიის ძველ საზღვარზე და წარმოადგენს ჩეხეთის უძველეს მაღაროელთა ქალაქს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იიჰლავა Jihlava | |||||
ქალაქის ცენტრი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე | ვისოჩინა | ||||
შიდა დაყოფა | Antonínův Důl[1] , Červený Kříž[1] , Henčov[1] , Heroltice[1] , Horní Kosov[1] , Hosov[1] , Hruškové Dvory[1] , Kosov[1] , Pávov[1] , Pístov[1] , Popice[1] , Sasov[1] , Staré Hory[1] , Vysoká[1] , Zborná[1] , Jihlava და Helenín | ||||
კოორდინატები | 49°20′01″ ჩ. გ. 15°35′26″ ა. გ. / 49.33361° ჩ. გ. 15.59056° ა. გ. | ||||
მმართველი | Petr Ryška[2] | ||||
დაარსდა | 1233 | ||||
პირველი ხსენება | 1233 | ||||
ფართობი | 78,85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 525 მ | ||||
მოსახლეობა | 50 916 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 647 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 586 01 | ||||
საავტომობილო კოდი | J | ||||
ოფიციალური საიტი | jihlava.cz | ||||
ქალაქის გერმანული სახელი — იგლაუ (Iglau) მომდინარეობს ამავე ენაში არსებული სიტყვისგან — Igel, რაც ზღარბს აღნიშნავს, ქალაქის გერბზეც სწორედ ხსენებული ცხოველია გამოსახული. ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ 799 წელს ამ ტერიტორიაზე ვერცხლის მაღაროები არსებობდა.
ძირითად ნაგებობებს შორისაა წმინდა იაკობის, ღვთისმშობლის, დომინიკელთა წმინდა ჯვრის ადრეული გოტიკური ეკლესები, წმინდა იგნატიუს ლოიოლას ბაროკოს სტილის ეკლესია, მუნციპალური შენობა და სახვა ნაგებობები, რომლებიც გოტიკურ და რენესანსის დეტალებს შეიცავს. ქალაქში ასევე არის ებრაელთა სასაფლაო.
წერილობით დოკუმენტებში ქალაქი პირველად 1233 წელს იხსენიება.
1990-იან წლებში კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ, სწრაფად დაეცა განვითარებული სოფლის მეურნეობა. ამჟამად, ქალაქის მოსახლეობის 65 % მრეწველობის სექტორშია დასაქმებული.