გიტეგა
გიტეგა (ფრანგ. Gitega; ადრე კიტეგა) — ბურუნდის დედაქალაქი 2019 წლის 16 იანვრიდან, ამავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1658 მეტრზე.[2] 22 989 მცხოვრები (2012); მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
გიტეგა Gitega | |
ქვეყანა | ბურუნდი |
პროვინცია | გიტეგის პროვინცია |
კოორდინატები | 03°25′40″ ს. გ. 29°55′30″ ა. გ. / 3.42778° ს. გ. 29.92500° ა. გ. |
დაარსდა | 1912 |
ადრეული სახელები | კიტეგა |
ცენტრის სიმაღლე | 1658 მ |
მოსახლეობა | 22 989 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 230[1] |
ისტორია
რედაქტირებაქალაქი დააარსეს გერმანელებმა 1912 წელს და ბურუნდის სამეფოს დედაქალაქი გახდა უსუმბურას მაგივრად. აქვე განთავსდა მვამის (მეფის) რეზიდენციაც. ბელგიური მმართველობის პერიოდში ქალაქი კიტეგა რუანდა-ურუნდის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.
1959 წლის 10 ნოემბერს რომის პაპის იოანე XXIII-ის ბულის მიხედვით შეიქმნა გიტეგის არქიეპარქია. 1962 წლიდან დამოუკიდებელი ბურუნდის დედაქალაქი თითქმის 57 წლის განმავლობაში ბუჟუმბურა გახდა, ხოლო გიტეგაში დარჩა მვამის რეზიდენცია 1966 წლამდე, ქვეყანაში მონარქიის ლიკვიდაციამდე. 1990 წლის 5 სექტემბერს ქალაქს ეწვია რომის პაპი იოანე პავლე II, აფრიკული ტურის ფარგლებში.[3]
2007 წელს ბურუნდის პრეზიდენტმა პიერ ნკურუნზიზამ განაცხადა, რომ გიტეგა მომავალში ქვეყნის დედაქალაქი გახდებოდა.[4] 2018 წლის 24 დეკემბერს პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა დედაქალაქის გადატანის გადაწყვეტილება. პარლამენტმა იგი 2019 წლის 16 იანვარს დაამტკიცა და გიტეგა ოფიციალურად დედაქალაქი გახდა.[5] ბუჟუმბურას კი მიენიჭა ქვეყნის ეკონომიკური დედაქალაქის სტატუსი.[6]
გეოგრაფია
რედაქტირებაგანლაგებულია მდინარე რუვუბუს (მდინარე კაგერის შემდგენელი, ნილოსის აუზი) ზემო წელზე. ზღვის დონიდან 1845 მ.[7]
ეკონომიკა
რედაქტირებასაავტომობილო კვანძი (ბუჟუმბურა — გიტეგა, გიტეგა — ბუტარე, გიტეგა — მაკამბა). განვითარებულია კვების მრეწველობა (ყავის გაწმენდა და გადამუშავება, ლუდის ხარშვა, უალკოჰოლო სასმელების წარმოება). ქალაქთან ახლოს მდებარეობს ნიკელის მსხვილი საბადო.
განათლება
რედაქტირებაქალაქში არის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1983), კერამიკის ხელოვნების სკოლა, ბურუნდის ეროვნული მუზეუმი (1955).[8] 2014 წელს დაარსდა გიტეგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.[9]
მოსახლეობა
რედაქტირებამოსახლეობა წლების მიხედვით:[10]
1990 | 2006 | 2012 |
---|---|---|
20 700 | 23 200 | 22 989 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Виноградова Н. В. Гитега // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 192.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Burundi City Codes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-04. ციტირების თარიღი: 2019-12-18.
- ↑ Gitega, Burundi Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
- ↑ Voyage Apostolique - Burundi: Rencontre avec les laïcs dans la cathédrale du Christ-Roi de Gitega au Burundi (6 septembre 1990) | Jean Paul II. w2.vatican.va. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
- ↑ Gitega Soon to Become the Capital of Burundi. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
- ↑ „Burundi’s Political Capital now is Gitega“. Emirates Business. 2018-12-24.
- ↑ Loi n°1/04 du 04 février 2019 portant Fixation de la Capitale Politique et de la Capitale Economique du Burundi. Presidence.gov.bi (13.02.2019). ციტირების თარიღი: 2020-05-01.
- ↑ Gitega, Burundi Page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
- ↑ Museums in Burundi. Africa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-03. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
- ↑ Burundi: Début des cours à l’Université Polytechnique de Gitega en février (9 января 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-02. ციტირების თარიღი: 2019-12-18.
- ↑ Gitega. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2011-11-27.