ბაიაზიდ I
ბაიაზიდ I (ოსმ. : بايزيد اول, თურქ. : Beyazıt, მეტსახელად Yıldırım „ელვისებური“; არაბ. : بايزيد الأول; დ. დაახლოებით 1354 – გ. 1403) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1389–1402 წლებში. ტახტზე მამამისის, მურად I-ის მკვლელობის შემდეგ ავიდა. იმავდროულად მისი უმცროსი ძმა იაკუბი დაატყვევებინა სულთნის ტიტულის მოცილეს მოსაშორებლად.
ბაიაზიდ I | |
---|---|
Birinci Bayezid | |
ოსმალეთის მე-4 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1389 |
მმართ. დასასრული: | 1402 |
წინამორბედი: | მურად I |
მემკვიდრე: | მეჰმედ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1350-იანები |
დაბ. ადგილი: | ბურსა ან ედირნე, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 8 მარტი 1403 |
გარდ. ადგილი: | აკშეჰირი, მცირე აზია |
მეუღლე: |
დევლეთ შაჰი, ჰაფსა, დესპინა, მარია, ანჯელინა, ფულანე |
შვილები: |
მეჰმედი ისა მუსა სულეიმანი გულფემი |
მამა: | მურად I |
დედა: | გიულჩიჩექ ხათუნი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
ბაიაზიდ I აწარმოებდა დამპყრობლურ ომებს ბალკანეთსა და ანატოლიაში. მისი ხელმძღვანელობით ოსმალეთის ლაშქარმა დაიპყრო სერბეთი (1389), ბულგარეთი (1393-96), მაკედონია, თესალია; მძარცველური თავდასხმები მოაწყო მორეასა (1394) და უნგრეთზე (1395); 1396 წელს ნიკოპოლთან, დუნაის პირას დაამარცხა ჯვაროსანთა ლაშქარი, დაიმორჩილა ბოსნია და ხარკი დაადო ვლახეთს. ოსმალეთის ბატონობაში მოექცა ბალკანეთის ნახევარკუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბაიაზიდ I-მა დაიმორჩილა აგრეთვე სამთავროები ანატოლიაში. 1394–1401 წლებში რამდენიმეჯერ ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს, მაგრამ ვერ აიღო. 1402 წელს ანატოლიელი ბეგების ღალატის გამო დამარცხდა ანგორის ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა თემურლენგს. ბაიაზიდ I გარდაიცვალა ტყვეობაში. სულთან ბაიაზიდის გარდაცვალებას მოჰყვა ოსმალეთის იმპერიის უმეფობის ხანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Goodwin, Jason (1998) Lords of the Horizons. London: Chatto & Windus
- Harris, Jonathan (2010) The End of Byzantium. New Haven and London: Yale University Press ISBN 978-0-300-11786-8
- Imber, Colin (2002) The Ottoman Empire. London: Palgrave/Macmillan ISBN 0-333-61387-2
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 152.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Yıldırım Bayezid I დაარქივებული 2010-12-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Creative Commons MP3 Recording დაარქივებული 2006-08-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)