ანდრე მასენა
ანდრე მასენა (ფრანგ. André Masséna; დ. 6 მაისი, 1756, ნიცა — გ. 4 აპრილი, 1817) — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი, რივოლის ჰერცოგი და ესლინგის თავადი.
ანდრე მასენა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 6 მაისი, 1758[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | ნიცა |
გარდაცვალების თარიღი | 4 აპრილი, 1817[10] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[11] |
ჯარის სახეობა | ქვეითი ჯარი |
წოდება | გენერალი |
მეთაურობდა | V Corps და 4th Army Corps |
ბრძოლები/ომები | საფრანგეთის რევოლუციური ომები და ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, Commandeur of the Royal and Military Order of Saint Louis, საფრანგეთის მარშალი, names inscribed under the Arc de Triomphe, Knight Grand Cross of the Order of Saint Stephen of Hungary, რკინის გვირგვინის ორდენი, Order of Saint Hubert, ბავარიის გვირგვინის მოქალაქეობრივი დამსახურების ორდენი, Order of Ludwig I, Order of Fidelity და ქრისტეს ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამასენა ღარიბ ოჯახში დაიბადა და ადრეულ ასაკში დაობლდა. ბავშვობაში იგი გემზე იუნგა იყო. 1775 წელს სამხედრო სამსახურში შევიდა. 1793 წელს იგი საფრანგეთის რევოლუციური არმიის გენერალი გახდა. მან თავი გამოიჩინა ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს რივოლისთან ბრძოლაში 1797 წელს, რისთვისაც მოგვიანებით ნაპოლეონმა მას ჰერცოგის ტიტული უბოძა ; არმიამ „დიდების ნებიერა“ (ფრანგ.: „L’enfant chéri de la gloire“) შეარქვა. 1799 წელს დირექტორიატმა იგი „შვეიცარიის არმიის“ მთავარსარდლად დანიშნა, რომელსაც მოკავშირეთა არმიების საფრანგეთზე შეტევა უნდა შეეჩერებინა. მასენამ ლეგენდად ქცეულ გამარჯვებას მიაღწია ციურიხთან ბრძოლაში.
1804 წლის 19 მაისს ნაპოლეონმა 17 სხვა გენერალთან ერთად ანდრე მასენას საფრანგეთის მარშლის წოდება მიანიჭა. მესამე კოალიციურ ომში მასენა 1805 წლის 30 აგვისტოს "იტალიის არმიის" მთავარსარდლად დაინიშნა. მისი ბრწყინვალე მხედარმთავრული ნიჭის წყალობით ფრანგებმა რამდენიმეჯერ დაამარცხეს რიცხბორივად მეტი ავსტრიელთა ჯარები.
1806 წელს მასენას დაევალა ნეაპოლის სამეფოს დაპყრობა, რომლის მეფეც მოგვიანებით ნაპოლეონის ძმა ჟოზეფი გახდა. 1807 წელს მან წარმატებულად ილაშქრა პოლონეთში. ბრძოლებს შორის ერთ-ერთი პაუზის დროს მარშალ ბერთიესთან ერთად ნადირობის დროს დროს მას თოფში დენთი აუფეთქდა და ცალის თვალი დაკარგა.
1809 წელს მასენამ თავი გამოიჩინა ასპერნ/ესლინგის ბრძოლაში, რისთვისაც ნაპოლეონისაგან „ესლინგის თავადის“ ტიტული მიიღო. იმავე 1809 წელს ვაგრამთან ბრძოლაში მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, დაჭრილი და სამხედრო ორთვალაზე დაწოლილი ხელმძღვანელობდა თავის არმიას და მიუხედავ ჭრილობისა ცხენზე ამხედრებულმა პირარად უხელმძღვანელა კავალერიის გადამწყვეტ შეტევას. 1810 წელს იგი „ესპანეთის არმიის“ მხედართმთავრად დაინიშნა და წარმატებით ებრძოდა ინგლისელებს, რომლებიც აიძულა დაეხიათ პორტუგალიის საზღვრამდე. მარშალ ნეისთან უთანხმოების გამო, რომელსაც არ სურდა დამორჩილებოდა მის ბრძანებებს მასენამ თავისი არმია უკან დახია, რის გამოც ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა. 1812–1813 წლების ბრძოლებში მას დიდი სამხედრო სენაერთებისათვის აღარ უხელმძღვანელებია. ნაპოლეონის 100 დღიანი მმართველობის დროს იგი თავშეკავებულად იქცეოდა და პოლიტიკურ არენაზე არ გამოსულა.
ნაპოლეონის ტახტიდან ხელმეორედ გადადგომის შემდეგ მასენა პარიზის ნაციონალურ გვარდიას მეთაურობდა, თუმცა სულ მალე სრულიად ჩამოშორდა პოლიტიკურ სცენას. მიუხედავად პორტუგალიის ლაშქრობის დროს წარმოშობილი მტრობისა, მან უარი განაცხადა მარშალ ნეის წინააღმდეგ გამართული სამხედრო ტრიბუნალის წევრობაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Chandler, David (editor). Napoleon's Marshals. London: Macmillan Publishing Company, 1987. ISBN 0-297-79124-9
- Chandler, David. The Campaigns of Napoleon. New York: Macmillan, 1966.
- Smith, Digby. The Napoleonic Wars Data Book. London: Greenhill, 1998. ISBN 1-85367-276-9
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 3.0 3.1 Crociani P. Dizionario Biografico degli Italiani — 2008. — Vol. 71.
- ↑ 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 GeneaStar
- ↑ 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ Sycomore / Assemblée nationale
- ↑ Массена Андре // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.