ანა გოგელია
ქართველი არქიტექტორი
ანა ფილიპეს ასული გოგელია (დ. 30 მაისი, 1906, ყარსი — გ. 27 აგვისტო, 1997, თბილისი) — ერთ-ერთი პირველი ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი ქალი.
ანა გოგელია | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 30 მაისი, 1906 |
დაბ. ადგილი | ყარსი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 27 აგვისტო, 1997 (91 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936). მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქკომუნპროექტში“, პარალელურად — არქიტექტურული ძეგლების აღრიცხვა-ფიქსაციასა და შესწავლაზე (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ახალციხისა და ზესტაფონის რაიონები, ჭიათურის ზონა და სხვ.). 1951 წლიდან მუშაობდა სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში არქიტექტორ-რესტავრატორად. მონაწილეობდა გორის ციხის (რ. გვერდწითელთან ერთად), თუშმალიშვილების კოშკის (ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი), ალავერდის კომპლექსის გალავნის (გ. ჭეიშვილთან და გ. ჯაფარიძესთან ერთად) შესწავლასა და კონსერვაცია-აღდგენითი პროექტების შედგენაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი, ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 59.