Dendy
Dendy (ქართ. დენდი) — იაპონური კომპანია Nintendo-ს ვიდეო თამაშების კონსოლის, Famicom-ის (აშშ-სა და ევროპაში ცნობილი როგორც Nintendo Entertainment System) არაოფიციალური კლონი. დენდის საფუძვლად დაედო იაპონური ვერსიის აპარატული და სათამაშო კარტრიჯის ფორმატის კონსტრუქცია, გარკვეულწილად განსხვავებული ამერიკული ვერსიისგან. კონსოლს რუსული კომპანია Steepler-ის დაკვეთით და ჩინური ნაწილების გამოყენებით აწყობდა ტაივანური კომპანია TXC Corporation,[1] (TXC Corporation 1980-იანი წლების ბოლოს აწარმოებდა Famicom/NES-ის კლონებს და მის რეალიზაციას ახორციელებდა Micro Genius-ის სავაჭრო ნიშნის ქვეშ), რომელიც ვრცელდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ძირითადად რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში. მისი თავდაპირველი ფასი 39000 რუსულ რუბლს (94 აშშ დოლარი) შეადგენდა,[2] ხოლო კონსოლის თილისმად იქცა სპლიყვი დენდი (მხატვარი - რუსი ანიმატორი ივანე მაკსიმოვი).[3] სისტემას გააჩნდა საკუთარი სარეკლამო ვიდეო რგოლი ფრაზით „დენდი, დენდი, ჩვენ ყველას გვიყვარს დენდი! დენდი! — თამაშობს ყველა!“
Dendy | |
---|---|
Dendy კონტროლერებთან და კარტრიჯთან ერთად | |
მწარმოებელი | Steepler |
პროდუქტის ოჯახი | მესამე |
ტიპი | ვიდეო თამაშების კონსოლი |
გამოშვების თარიღი | |
შეწყდა | 1998 |
გაიყიდა | 1.5 მილიონი – 2 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
სისტემური ჩიპი | pAPU ხუთი არხით |
პროცესორი | MOS Technology 6502 |
1994 წელს Steepler-ში განხორციელდა რეორგანიზაცია.[4] ამ პერიოდში ყოველთვიურად იყიდებოდა დენდის 100-120 ათასი ეგზემპლარი, ბრუნვა 5 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო კონსოლის ფასი 35 დოლარამდე დაეცა.[5] იმავე წელს დენდი იქცა ოფიციალურ კომპანიად და Nintendo-სთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ის უარს ამბობდა Sega-ს პროდუქცის განვითარებაზე, რითაც რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში Super Nintendo Entertainment System-ის ოფიციალურად გავრცელების უფლება მიიღო.[6] საბოლოოდ 1996 წელს კომპანია Steepler-მა შეაჩერა თავისი საქმიანობა და დენდის წარმოებაც შეწყდა.[7]
კონსოლს არ შეეძლო Famicom-ის ლიცენზირებულ კარტრიჯებთან მუშაობა, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ნინტენდოს დსთ-ის ქვეყნებში კონსოლი არასდროს გამოუცია, შედეგად დენდისთვის არ იყო ხელმისაწვდომი ლიცენზირებული თამაშები. მათი უმეტესობა მოიცავდა Famicom/NES-ის მეკობრულ ვერსიებს. მასზე, აგრეთვე არსებობდა სხვა კონსოლების თამაშები, რომლებიც საერთოდ არ გამოსულან Famicom/NES-ზე.[8]
1992-1996 წლებში დენდის რამდენიმე ვერსია შემუშავდა,[9][10] ესენია: Dendy Classic (Micro Genius IQ-501),[11] Dendy Classic II (Micro Genius IQ-502),[11] Dendy Junior (1993 წლიდან), Dendy Junior II (1994 წლიდან), Dendy Junior IIP (თან ახლდა სინათლის პისტოლეტი) და Dendy Junior IVP (იყო შავი ფერის და თან ახლდა სინათლის პისტოლეტი). 1994 წელს იგიგმებოდა Dendy Pro-ს (Micro Genius IQ-1000)[11] გამოცემა, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა. 1996 წელს Steepler აგრეთვე ყიდდა კონსოლ Subor SB-225-ს, რომელიც წააგავდა Dendy Junior IVP-ს.[9]
გამომდინარე იქიდან, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში NES ოფიციალურად არსდროს გამოსულა, დენდის, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ხელმისაწვდომ ფასად, თავის დროზე დიდი პოპულარობა ჰხვდა წილად. ყოფილ საბჭოთა კავშირში დასახელება დენდი ფაქტობრივად იქცა Nintendo Entertainment System-ის და Famicom-ის სინონიმად. სისტემები „კენგა“ და „სიუბორიც კი, გამოსულები ცოტა მოგვიანებით, იწოდებოდნენ როგორც „დენდი“.
გალერეა
-
Dendy Classic II
-
Dendy Classic II-ის კონტროლერი
-
Dendy Junior
-
Dendy Junior-ის კონტროლერი
-
Dendy Junior II
-
Dendy Junior II-ის კონექტორები
-
Dendy Junior II-ის კონტროლერი
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Dendy“ ვიკისაწყობში.
- კონსოლი Dendy დაარქივებული 2017-04-02 საიტზე Wayback Machine.
- Steepler (სტილერი) tv-games.ru-ზე (რუსული)
- Steepler-ის არაოფიციალური მუზეუმი (რუსული)
- რუსეთის კონსოლების ბაზრის ისტორია
- Dendy-ის ოფიციალური ვიკი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Steepler შეუდგა Dendy-ის გაყიდვას — მოსკოვური კომპანია იწყებს ვიდეო თამაშებს. კომერსანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
- ↑ მცირე საბითუმო ვაჭრობა. კომერსანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
- ↑ ინტერვიუ ივანე მაკსიმოვთან. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-04. ციტირების თარიღი: 2017-12-06.
- ↑ Steepler-ის რეორგანიზაცია. კომერსანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2011-09-21.
- ↑ Dendy ბიზნესის ნახევარწლიური შედეგები — „რუსულ Nintendo-ს“ დაემატა იაპონური Sega“. კომერსანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
- ↑ რეკლამა: казнить нельзя помиловать. კომერსანტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-06-15.
- ↑ ვადიმ რეზვი. Кто подставил слоника Dendy?. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2012-02-20.
- ↑ NES/Famicom-ის მეკობრეობის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-06-20.
- ↑ 9.0 9.1 კონსოლების მწკრივი და აქსესუარები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-09.
- ↑ დენდის ტექნიკური მახასიათებლები. დენდის სახეობები
- ↑ 11.0 11.1 11.2 კონსოლი Micro Genius. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-04.