თიმფუ
თიმფუ (ཐིམ་ཕུག།) – ბჰუტანის დედაქალაქი 1961 წლიდან. იგი მოსახლეობის რაოდენობით 98,676 (2005) უდიდესი ქალაქია ბჰუტანში.
ქალაქი | |
---|---|
თიმფუ ཐིམ་ཕུག། | |
ქვეყანა | ბჰუტანი |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 27°28′00″ ჩ. გ. 89°38′30″ ა. გ. / 27.46667° ჩ. გ. 89.64167° ა. გ. |
დაარსდა | 1955 |
ფართობი | 27 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 2,320 მ |
მოსახლეობა | 98,676 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+6 |
სატელეფონო კოდი | 232, 233 და 234 |
ოფიციალური საიტი | http://www.thimphucity.bt/ |
2005 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 79 185 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2012 წლის შეფასებით — 99 021 ადამიანი[1]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვანგ ჩუს დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.
თიმფუ — ბჰუტანის რაიონი (ძონხაგი), რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც, ამავე სახელწოდების ქალაქია.
კლიმატი
კლიმატი სუბტროპიკული მუსონურია. ზამთარობით უბერავს კონტინენტური მშრალი ქარი, თუმცა, ჰაერის ცივი მასების გავრცელებას მაღალი მთები ეწინააღმდეგება. ამის გამო წლის ამ სეზონზე ქალაქში ტემპერატურა ცვალებადია და ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობს (ღამით მსუბუქად ყინავს, სამაგიეროდ დღისით ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 15 გრადუსს, ზოგჯერ მეტსაც მიაღწიოს), ნალექიანობა მცირეა. ზაფხულობით ინდოეთის ოკეანიდან ქარი უბერავს, ნალექიანობა ძალიან მაღალია.
დედაქალაქი
ტაშიჩოს ციხესიმაგრე აგებულია XIII საუკუნეში, როგორც მონასტერი, რესტავრირებულია XX 60-იან წლებში, [1952]] წლიდან აქ здесь განთავსებულია ქვეყნის მთავრობა. ზაფხულობით აქ ცხოვრობს აგრეთვე ქვეყნის სასულიერო ლიდერი ჯე კენპო. ქვეყნის მეფეს ჯიგმე სინგე ვანგჩუკს ამ ციხესიმაგრეში აქვს სამუშაო კაბინეტი.
დენჩენჩოლინგის სასახლე, მეფის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს თიმფუს ჩრდილოეთით, ქალაქიდან არცთუ შორს არის აგრეთვე ტანგოს მონასტერი და ჩერის მონასტერი.
თიმფუშია ბუტანის მთავრობა, ბუტანის პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება აქ. თიმფუშია აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები, გაეროს ოფისი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.
კლიმატი
კლიმატი
წლიური ამინდი — Thimphu | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | |
საშუალო მაღალი °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | |||||||||||||
ნალექი მმ (დუიმი) | |||||||||||||
წყარო: Weatherbase[2] |
ტურიზმი
თიმფუში თამოყრილია ქვეყნის უდიდესი სასტუმროები, თიმფუში ტურისტები უმეტესად შემოდგომის ფესტივალების, ცეჩუს დროს ჩადიან.
თიმფუს ღირსშესანიშნაობები და სანახები
- თიმფუ-ჩორტენი — მონასტერი, ჯიგმე დორჯი ვანგჩუკის მემორიალი
- ბჰუტანის ტექსტილის მუზეუმი
- ბჰუტანი ეროვნული მუზეუმი
- ქალთა ბუდისტური მონასტერი
- ძონგ ტაშიჩო (ციხესიმაგრე და მთავრობის სამყოფელი)
- ყოველდღიური ბაზარი
- ძონგ სიმტოკხა — ბუდისტური უნივერსიტეტი. აშენდა XVII საუკუნეში, როგორც ციხესიმაგრე.
თიმფუში დაბადებულნი
- ჯიმგე სინგე ვანგჩუკი — ბჰუტანის მეფე.
სქოლიო
- ↑ Bhutan: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
- ↑ Weatherbase: Historical Weather for Thimphu.