რწყილები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ Bot: 74 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q388162 |
ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) |
||
(არ არის ნაჩვენები 3 მომხმარებელთა 2 შუალედ ვერსიებში) | |||
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა
| სახელი =რწყილები
| სურათის ფაილი =Scanning Electron Micrograph of a Flea.jpg
ხაზი 13:
| commons = Category:Aphaniptera
}}
'''რწყილები''' ({{lang-la|Aphaniptera}}) — [[მწერები]]ს რიგი. [[ძუძუმწოვრები]]სა და [[ფრინველები]]ს გარეგანი პარაზიტები. წვრილი, უფრთო მწერებია, ახასიათებთ სრული გარდაქცევა. აქვთ შებრტყელებული სხეული, წინიდან მომრგვალებული თავი, წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი, ძლიერ განვითარებული სახტუნავი უკანა ფეხები. სხეული დაფარულია ბეწვით ან ჯაგრით. მამალი დედალზე მომცროა. დედალი დებს 400-500 ცალ, 0,5 მმ ზომის თეთრ ოვალურ კვერცხს. მატლი უფეხოა, ჭიისმაგვარი, იკვებება ზრდასრული რწყილების გამონაყოფით, 3-ჯერ იცვლის კანს და შემდეგ ჭუპრდება. 8-14 დღის შემდეგ ჭუპრიდან გამოდის ზრდასრული ფორმა. ცნობილია რწყილების 1500-მდე სახეობა, რომელთაგანაც [[საქართველო]]ში გავრცელებულია 45. [[ადამიანი|ადამიანზე]] პარაზიტობს [[ადამიანის რწყილი]] (Pulex irritans), [[ვირთაგვას რწყილი]] (Xanopsylla cheopis), [[ტარბაგანის რწყილი]] (Oropsylla silantiewi) და სხვა. რწყილები [[შავი ჭირი]]ს გადამტანია როგორც თვით მღრღნელებს შორის, ისე [[მღრღნელები]]დან ადამიანზე. ძაღლის (Chenocephalides canis), ვირთაგვას და თაგვის რწყილებს (Leptopsylla musculi) გადააქვთ [[რიკეტსიები]]. ძაღლისა და კატის ბეწვმჭამელებთან (Trichodectes canis და Trichodectes subrostatus) ერთად, რწყილები კიტრის სოლიტერის (Dipylidium canium) შუამავალი მასპინძლებია.
==ლიტერატურა==
[[კატეგორია:მწერები]]
|